Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსული მედიის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფო ფილიპ კირკოროვის თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა
ambebi.ge
17 October 2017, 11:22
რუსული მედიის ინფორმაციით, მახაჩკალაში სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოს" სამი წევრი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ხიდირნაბი კაზუევი, სამირ იბრაგიმოვი და ალბერტ ხასბოლატოვი მახაჩკალაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, 2017 წლის ივლისში კი ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები გახდნენ.

"ისლამური სახელმწიფოს" მახაჩკალის დაჯგუფების ხელმძღვანელი გაბიბულ ხალდუზოვი მოსკოვში დააკავეს. /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ყველა დაკავებული დაღესტნელია.

საინფორმაციო სააგენტო РБК სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ მათ სურდათ, აეფეთქებინათ თვითმფრინავი, რომლითაც რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკოროვი ივლისში მახაჩკალაში ჩაფრინდა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რატომ არ განახორციელეს ტერაქტი დაკავებულებმა. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, დაკითხვაზე მათ აღიარეს, რომ გეგმავდნენ მახაჩკალის ერთ-ერთ პარკში დანებით დასხმოდნენ თავს პოლიციელებს და მათი იარაღი ჩაეგდოთ ხელში.

РБК-ს ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ ჩანთები, სადაც დანები და ცულები ეწყოთ. ხოლო, იმის გამო, რომ პარკში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, პოლიციელებზე თავდასხმა ვერ მოახერხეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი